FANDOM


1926785 252500018266545 6485100725325006426 n.jpg

მერიდია

სიცოცხლისა და ენერგიის დაედრა პრინცესა. ის იღებს მშვენიერი ქალის ფორმას და მოკვდავებს უხმობს, რათა შეასრულონ მისი ბრძანება, ხორცი შეასხან მის სიძულვილს ყოველგვარი გაცოცხლებული მკვდრის მიმართ. მერიდია სიხარულით აჯილდოვებს ყველას, ვინც ქვეყნიერებას მკვდრებისა და ნეკრომანტებისგან გაწმენდს.  მესამე ერაში მერიდია გამოიძახა სიროდილის ჩემპიონმა. მერიდიას ჩემპიონი ესაჭიროებოდა, რათა ნეკრომანტებისა და მათი გაცოცხლებული მკვდრებისგან გაეწმინდა გამოქვაბული. მან ჩემპიონი კაჯიტის ბეჭდით დააჯილდოვა. ამავე არტეფაქტს უძღვნის ის გმირს Daggerfall-ში. სადღაც ორასი წლის შემდეგ, ულფრიკის აჯანყების დროს, ნეკრომანტმა მალკორანმა გატეხა მერიდიას აკლდამა, სადაც ატარებდა ექსპერიმენტებს სამოქალაქო ომის მონაწილეებზე. განრისხებულმა მერიდიამ უკანასკნელ დრაკონადშობილს დაავალა, გაეწმინდა აკლდამა მალკორანისა და მისი ქმნილებებისგან. ნეკრომანტის მოკვლის შემდეგ მერიდიამ დრაკონადშობილი დააჯილდოვა ხმლით, რომელიც ყველა გაცოცხლებული მკვდრის უსასტიკესი მტერია.  მერიდია გამოიყურება როგორც ახალგაზრდა, ლამაზი ქალი კაბით, ყოველგვარი ატრიბუტის გარეშე.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

Also on FANDOM

Random Wiki