FANDOM


10376093 259040957612451 8827264952944831369 n.png
ქარი ქროდა გაშლილ ველზე და ხეებს მიწამდე ხრიდა. ახალგაზრდა კაცი მივიდა ჯარის მეთაურთან და მშვიდობის მოლაპარაკებაზე თავისი სარდლის პირობები გადასცა. ახლოვდებოდა ბრძოლა, აინ-კოლურის ბრძოლა.

მეთაურმა იამბეზმა გამოიწვია მტერი და მისი მხედრები მზად იყვნენ ბრძოლისთვის. ბევრჯერ ხალხი შეჭრილა სხვა ტერიტორიაზე მის დასაპყრობად და ბევრჯერ დიპლომატია უსუსური აღმოჩენილა. და ყველაფერი ამით დამთავრდა. ასე იყო მინდოტაქსისთვისაც. მისი თანამებრძოლები შეიძება დახოცილიყვნენ ან გაემარჯვათ, მაგრამ ის ყოველთვის ცოცხალი რჩებოდა. ზოგჯერ ის დამარცხებულების მხარეზე იბრძოდა, მაგრამ ოცდათოთხმეტი წლის განმავლობაში ის ხელჩართულ ბრძოლაში არ დამარცხებულა. 

ორი არმია შეერია ერთმანეთს და ფოლადის შერკინების ხმა გაისმა მთებში. სისხლი, მრავალი თმის განმავლობაში პირველად დაიღვარა მიწაზე. საბძოლო ყიჟინა ისმოდა, სანამ ორი არმია ერთმანეთს დაუნდობლად კაფავდა. მინდოტაქსი თავის სტიქიაში იყო.

უძილო და უჭმელი ათი საათის ბრძოლის შემდეგ ორივე მეთაურმა უკან დახევა ბრძანა. მინდოტაქსის თანამებრძოლებმა ბანაკი დასცეს ძველ სასაფლაოზე, რომელზეც გაზაფხულის ყვავილები ყვაოდა. როცა ამ მიწას უყურებდა მინდოტაქსს თავისი ბავშვობა ახსენდებოდა. ეს იყო მისი ტკბილი და სევდიანი მოგონება- ბავშვური წმინდა აზრები, საბრძოლო ხელოვნების შესწავლა და დედამისის ნაღვლიანი სიცოცხლე. მშვენიერი ქალი, რომელიც თავის შვილს სიამაყითა და გამოუთქმელი სევდით შესცქეროდა. არასდროს არ უთქვამს რატომ იყო ასეთი ნაღვლიანი, მაგრამ არავის არ გაჰკვირვებია, როცა საკუთარი ხელით ყელგამოჭრილი იპოვეს. 

ჯარი აფორიაქებულ ჭიანჭველების ბუდეს ჰგავდა. მხოლოდ ნახევარი საათი გავიდა ბრძოლის დამთავების შემდეგ და ისინი უკვე ინსტინქტურად გადალაგდნენ. სანამ ექიმები დაჭრილებს მკურნალობდნენ, ვიღაცამ გაოცებით და აღტაცებით შესძახა: - უბრალოდ შეხედეთ მინდოტაქსს, მას თმის ღერიც არ შერხევია.

-ის კარგად ფლობს მახვილს,- თქვა ექიმმა, რომელმაც მის სიტყვებს ყური მოჰკრა.

-ხმალს ძალიან ხშირად ზედმეტებს მიაწერენ,- თქვა მინდოტაქსმა, რომელსაც მაინცდამაინც არ მოსწონდა ამხელა ყურადღება,- მეომრები ძალიან ხშირად ფიქროებნ, როგორ შეუტიონ მტერს, მაგრამ არ იციან როგორ არეკლონ მოწინააღმდეგის შეტევა. ბრძოლაში მთავარია იცოდე თავდაცვა, ხოლო მტერს მაშნ უნდა შეუტიო, როცა სათანადო მომენტი დადგება.

- მე უპირატესობას ცხენიდან შეტევას ვანიჭებ,- გაიღიმა ერთ-ერთმა დაჭრილმა- ასეთია მხედრის გზა.

-თუ ეს ბიუსლების ხალხი დამარცხებამდე მიგვიყვანს, მე ამ გზას არ ავირჩევ,- თქვა მინდოტაქსმა,- გახსოვდეთ დიდებული მეომრის, გეიდენ შინჯის სიტყვები-"საუკეთესო ტექნიკა გადარჩენილების ტექნიკაა". მე ოცდათექვსმეტი ბრძოლა მაქვს გადატანილი და არ გამაძნია ნაიარევი, რომელიც ამ ბრძოლებს გამახსენებდა. ეს იმიტომ, რომ მე ჯერ ფარის იმედი მაქვს და შემდეგ ხმლის.

-რაშია შენი საიდუმლო?

-ბრძოლას ისე უყრეთ, როგორც სარკეს. მე ვუყურებ მოწინააღმდეგის მარცხენა ხელს, როცა მარჯვენით ვუტყამ. ის თუ ემზადება ჩემი დარტყმის ასარეკვლად, მაშინ მე არ ვუტყამ. ტყუილად რატომ დავიღალო?- მინდოტაქსმა წარბი ასწია,- მაგრამ თუ მისი მარჯვენის ამოქმედებას ვამცნევ, ჩემი მარცხენა ხელი წევს ფარს. იცოდეთ, რომ შეტევას ორჯერ ორჯერ მეტი ენერგია სჭირდება, ვიდრე არეკვლას. თუ შეამჩნევთ, როგორ გიტევთ მოწინააღმდეგე, მაშინ იოლად დაიცავთ თავს ფარით. მე შემიძლია საათობით დავიცვა თავი, მაგრამ ხშირად რამდენიმე წუთი ან წამია საჭირო იმისთვის, რომ მოწინააღმდეგემ საშუალება მომცეს, ზუსტი დარტყმა მივაყენო მას.

--და ყველაზე დიდხანს რამდენ ხანს მოგიწია თავდაცვა?- ჰკითხა დაჭრილმა.

-ერთხელ მთელი საათი ვიბრძოდი,- უპასუხა მინდოტაქსმა,- ის დაუღალავდა მიტევდა და არ მაძლევდა არაფრის საშუალებას, გარდა თავდაცვისა. მაგრამ შევარჩიე მომენტი, როცა ის თავისი ხელკეტის აწევას დიდხანს მოუნდა და ჩემი მახვილით სასიკვდილო დარტყმა მივაყენე. მან ათასჯერ მოარტყა ჩემს ფარს, ხოლო მე მხოლოდ ერთხელ მოვარტყი გულში. მაგრამ ეს საკმარისი იყო.

-ის შენი უძლიერესი მოწინააღმდეგე იყო?- შეეკითხა ექიმი.

-ო, რა თქმა უნდა, არა,- თქვა მინდოტაქსმა და ისე მოატრიალა ფარი, რომ მის მოვერცხლილ ზედაპირზე მინდოტაქსის სახე არეკვლილიყო,- აი ჩემი ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგე.

მეორე დღეს ბრძოლა განახლდა. ბელადმა იამბეზმა მოიყვანა დახმარება სამხრეთის კუნძულებიდან. ბრძოლის საშინელებას ახლა დაემატნენ დაქირავებული მეომრები, განდევნილი მხედრები და რამდენიმე ალქაჯიც კი სამხრეთ ზღვრიდან. ბრძოლის ველზე ერთმანეთს წამი-წამზე უნდა დასტაკებოდა ორი არმია. აღჭურვილობის შემოწმებისას მინდოტაქსი კვლა თვის უბედურ დედაზე ფიქრობდა. რატომ იტანჯებოდა ის ასე ძალიან? ტკივილის გარეშე რატომ ვერ უყურებდა საკუთარ შვილს?

ბრძოლა აისიდან დაისამდე გაგრძელდა. ნათელი ცა დაბნელდა მეომრების თავზე, რომელბიც ერთმანეთს კვლავდაკვლავ ებრძოდნენ. ნაჯახიანმა მტერმა შეტევების სერია განახორციელა მინდოტაქსზე, მაგრამ მან ყველა არეკლა და მეომარი მოკლა. შუბიანმა გოგონამ პირველი დრტყმით კინაღამ გაამსხვრია მისი ფარი, მაგრამ მინდოტაქსი ამას ელოდებოდა , შემდეგ კი წონასწორობა დააკარგვინა და აიძულა გახსნილიყო მისი კონტრშეტევისთვის. ბოლოს ის შეეჩეხა ფარით და ხმლით შეიარაღებულ დაქირავებულს, რომელსაც მოოქროვილი ბრინჯაოს მუზარადი ეხურა. მათ ორი საათი იბრძოლეს.

მინდოტაქსმა ყველა ფანდი გამოიყენა, რაც კი იცოდა. თუ მოწინააღმდეგე ფარს იოფარებდა, მაშინ არ უტევდა. როცა მოწინააღმდეგე მახვილს სწევდა, იწეოდა მინდოტაქსის ფარიც. პირველად ებრძოდა ის მოწინააღმდეგეს, რომელიც თავდაცვის ტექნიკას იყენებდა. მის მოწინააღმდეგეს ეყოფოდა ძალა, რომ რამდენიმე დღე ებრძოლა. დროდადრო ბრძოლაში სხვადასხვა მეომრები ერთვებოდნენ, ზოგი მინდოტქასის, ზოგიც მისი მოწინააღმდეგის არმიიდან. მაგრამ ისინი სწრაფად იხოცებოდნენ და დუეტი ბრძოლას აგრძელებდა. ბრძოლისას მინდოტაქსმა გაიფიქრა, რომ მისი სიცოცხლის მანძილზე პირველად ებრძოდა იდეალურ სარკეს. 

ეს სისხლიან ბრძოლაზე უფრო მეტად თამაშსა და ცეკვას წააგავდა. ეს გრძელდებოდა სანამ მინდოტაქსი არ შეცდა: მან ძალიან სწრაფად დაარტყა და ონასწორობა დაკარგა. აქ თამაში დასრულდა. მან უფრო მალე დაინახა, ვიდრე იგრძნო, როგორ ჩაჭრა მოწინააღმდეგის ხმალმა ყელიდან მკერდამდე. კარგი დარტყმაა. ის ტვითონაც იამაყებდა ასეთი დარტყმით. მინდოტაქსი მიწაზე დავარდა და იგრძნო, რომ მისი სიცოცხლე სრულდებოდა. დაქირავებული მის წინ იდგა და ემზადებოდა, რომ ღირსეული მტრისთვის უკანასკნელი, სასიკვდილო დარტყმა მიეყენებინა. ეს ძალიან კეთილშობილური საქციელი იყო უცხოსთვის და ამიტომ მინდოტაქსს ძალიან გაუკვირდა. სადღაც, ბრძოლის ველზე, ვიღაცამ დაიყვირა სახელი, რომეოლიც მინდოტაქსისას ძლიერ წააგავდა. 

-ჯურიფაქს.

დაქირავებულმა მუზარადი მოიხსნა, რათა ეპასუხა ძახილითვის. მისი სახის დანახვისას მინდოტაქსი შეკრთა. ეს მისი საკუთარი სახე იყო. მისი ახლო-ახლო განლაგებული თვალები, მოწითალო წაბლისფერი თმა, ფართო პირი და მასიური ნიკაპი. თითქოს სარკეში იყურებოდა, ამ დროს მოწინააღმდეგე მობრუნდა და უკანასკნელი დარტყმა მიაყენა. 

ჯურიფაქსი დაბრუნდა მეთაურთან და მიიღო გასამრჯელო ბრძოლაში შეტანილი თავისი წვლილისთვის. მათ დაიწყეს ტრაპეზობა ძველ სასაფლაოზე, სადაც მანამდე მათი მტრები ისხდნენ. დაქირავებული გაჩუმდა და მოიხედა. "აქამდე ხარ აქ ნამყოფი, ჯურიფაქს?"-ჰკითხა ერთ-ერთმა თანამებრძოლმა.

- მე მხედრად დავიბადე, ისევე როგორც შენ. დედაჩემმა გამყიდა, როცა ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი. ძალიან მაინტერესებს, როგორ წარიმართებოდა ჩემი სიცოცხლე, რომ არ გავეყიდე. შეიძება დაქირავებული არც ვყოფილიყავი.

-ჩვენი ბედისწერა ბევრ რამეზეა დამოკიდებული,- თქვა ალქაჯმა,- მხოლოდ გიჟი თუ დაფიქრდება იმაზე, როგორ წარიმართებოდა შენი სიცოცხლე, თუ ყველაფერი სხვაგვარად მოხდებოდა. შენ შენ ხარ და არ ღირს ამაზე ფიქრი. 

-აქ კიდევ სხვა რამე არის,- თქვა ჯურიფაქსმა, რომელიც ვარსკვლავებს უყურებდა,- სანამ გამათავისუფლებდა, ჩემმა ბატონმა მითხრა, რომ დედაჩემს მეორე ვაჟიც ჰყავდა. მას მხოლოდ ერთი შვილის დატოვება შეეძლო და სადღაც არსებობს ადამიანი, რომელიც ყველაფერში მგავს მე. ჩემი ძმა. იმედი მაქვს, რომ ოდესმე შევხვდები.

კუდიანმა შეხედა დახოცილების სულებს და მიხვდა, რომ ტყუპები უკვე შეხვდნენ ერთმანეთს. ის უყურებდა ცეცხლს და იშორებდა ამ აზრებს თავიდან, რადგან იმენად ბრძენი იყო, რომ მიხვდა, სჯობდა არაფერი ეთქვა.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

Also on FANDOM

Random Wiki