FANDOM


135abed6d81f58ba0cd8b3d11322b127-d64fbwj - Copy.jpg

ჰირსინი

ჰირსინი არის ნადირობის დაედრა პრინცი და ცნობილი, როგორც მაქციების მამა. ჰირსინი ყოველ ათას წელიწადშ ერთხელ ჩნდება, მაგრამ არა განადგურებისთვის, არამედ დიდ ნადირობაში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ცნობილია, როგორც სისხლიანი მთვარის წინასწარმეტყველება.

საერთოდ, დაედრა პრინცებს ახასიათებთ ბოროტი და გამანადგურებელი ბუნება. თუმცა, არსებობენ დაედრა პრინცები, რომლებიც პატივს სცემენ თავიანთ ქვეშევრდომებს და ეწინააღმდეგებიან სამარცხვინო ხოცვა-ჟლეტას. ჰირსინიც შეიძლება განვიხილოთ ამ კატეგორიში. მასზე ვერ ვიტყვით, რომ კეთილგანწყობილია, მაგრამ უნდა აღინიშნოს რომ ძალიან ღირსეულია. ის ყოველთვის აძლევს თავის მსხვერპლს შანსს და განსხვავებით თავისი დაედრა და-ძმისა, უსულგულოდ არ ანადგურებს ყველაფერს. ჰირსინი გამოიყურება როგორც ირმისთავიანი მამაკაცი. ცნობილია მისი სამი ფორმა(ასპექტი): ძალის- დიდი დათვი ირმის რქებით, სისწრაფის- მგელი ირმის რქებით და მზაკვრობის- ადამიანი ირმის რქებით.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.

Also on FANDOM

Random Wiki